"კრემლის მოხსენების" საფუძველზე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის ფინანსთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდნენ, მორიგი სანქციები მზადდება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა. მისივე განმარტებით, სანქციების შესახებ მოხსენების გასაიდუმლოებულ ნაწილშია საუბარი, რომელიც არ გასაჯაროვებულა. ე.წ. "კრემლის მოხსენება" ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს გუშინ წარუდგინა. ‘შავ სიაში“ ბიზნესმენებთან ერთად რუსეთის პოლიტიკური ელიტა თითქმის სრული შემადგენლობით არის შეყვანილი.