31 იანვარს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
ბრიუსელში ქართულ დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილე როუზ გოტემოლერთან.