ციხის ბუნტი ბრაზილიაში. მასობრივი არეულობები იტაპაის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის დაპირისპირებას მოჰყვა. შეტაკებებს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ციხის ადმინისტრაციამ სპეცრაზმი გამოიძახა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ბრაზილიაში ციხის ბუნტის მეორე შემთხვევაა. გასულ კვირას ფორტალეზის ციხეში არეულობისას 14 ადამიანი დაიღუპა.