ამერიკელი ახალგაზრდები დონალდ ტრამპს არ ენდობიან. შერთებულ შტატებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 63 % ტრამპის მიერ არჩეულ კურსს მცდარად მიიჩნევს. კვლევაში 2000 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ. თეთრი სახლის მეთაურს მხოლოდ 19%-მა დაუჭირა მხარი. პრაქტიკულად ანალოგიურადშეფასდა კონგრესის მუშაობაც. გამოკითხვა 2-დან 16 იანვრის ჩათვლით ჩატარდა და მასში სულ ათას 844 ახალგაზრდა მონაწილეობდა.