გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ენდრიუ მაკკეიბმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზი დონალდ ტრამპთან დაპირისპირება გახდა. პრეზიდენტის უკმაყოფილება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძებამ გამოიწვია. ტრამპმა მაკკეიბი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ენდრიუ მაკკეიბი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2017 წლის მაისში დაინიშნა, როცა ტრამპმა მისი წინამორბედი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.