ავსტრიელ მაშველებს საბაგიროს კაბინებში ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა უკვე მესამედ მოუხდათ. მორიგი ინციდენტი სამთო-სათხილამურო კურორტ კრაიშბერგში მოხდა. ტექნიკური პრობლემების გამო 150-მდე მოთხილამურე ჰაერში აღმოჩნდა. ისინი ვეტმფრენებით ჩამოიყვანეს. ოპერაციისას არავინ დაშავებულა.