თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, "ნისანის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. დაზარალებულის მანქანიდან გამოყვანა მაშველების ჩარევით მოხერხდა.
მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო და მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.