ზუგდიდის ცენტრში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადავრდა.
არსებული ინფორმაციით, მან სავარაუდოდ, თავი ცუდად იგრძნო და ამის გამო გადავარდა.
თვითმხილველის განცხადებით, ის ქვიშაზე დაეცა და მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მისივე ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და სახლში მალევე გაწერეს.