თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირთან ავტსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სხეულის მრავლობით დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ექიმის განცხადებით, დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "ოპელისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.