29 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4950 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4578 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.72 თეთრი შეადგინა.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0998 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0636 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.62 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6607 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5204 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 იანვრიდან შევა ძალაში.