რუსეთმა სამხრეთ ოლქში მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო, - ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სწავლებაში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებიც ჩაერთვებიან. მანევრებში სულ 4 ათასი ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული. სწავლება ერთ კვირას გასტანს.