მორიგი თავდასხმა ავღანეთში. ქაბულის ცენტრში ისევ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიაში შეიარაღებული ადამიანები შეიჭრნენ. სროლას მსხვერპლიც მოჰყვა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.