მოსკოვში აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ნავალნის გათავისუფლების შესახებ მისმა ადვოკატმა, ოლგა მიხაილოვამგანაცხადა. უფლებადამცველის თქმით, ნავალნივალდებულია, სამართალდამცავი უწყების მიერ მისი დაბარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს.
ალექსეი ნავალნი 28 იანვრის საღამოს მოსკოვის ცენტრში დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ნავალნი მოსკოვში აქციაზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს.