პირველი თებერვლიდან საქართველოში ფილმ "სტალინის სიკვდილის" პრემიერა შედგება. არმანდო იანუჩის პოლიტიკური სატირა სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ საათებსა და მისი სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლებისთვის ბრძოლას ასახავს. ფილმი ამავე სახელწოდების ფრანგული კომიქსის ადაპტაციას წარმოადგენს.
რუსეთის კულტურის სამინისტრომ ქვეყანაში ფილმის ჩვენება აკრძალა, პრემიერა 25 იანვარს იყო დაგეგმილი. სამინისტროს შეხედულებით, "სტალინის სიკვდილი" რუსეთის ისტორიის გაყალბებას წარმოადგენს.
ფილმში ჯეისონ აიზეკსი (ჟუკოვი), სტივ ბუშემი (ხრუშჩოვი), მაიკლ პალინი (მოლოტოვი), საიმონ რასელ ბილი (ბერია) და სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ.