დღეს, 6 ოქტომბერს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ეს განცხადება 5 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე პარალმენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა.
როგორც მან არნიშნა, მთავრობამ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა ახალ ეკონომიკურ პაკეტზე, თუმცა მისი თქმით, ინიციატივების კანონპროექტის სახით საბოლოო ჩამოყალიბებამდე ამ ინიციატივებს დეპუტატებს თავად პრეზიდენტი გააცნობს. ამისათვის სააკაშვილი სესიაზე მისვლას გეგმავს, შესაბამისად შეიცვალა სესიის დღის წესრიგი და მთავარი აქცენტი გაკეთდება პრეზიდენტის გამოსვლაზე. რის შემდეგადაც დეპუტატებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტს კითხვით მიმართონ. მისი პარლამენტში მოსვლის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. სესია კი 11:00 საათზე დაიწყება