დღეს, 25 ივლისს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ვენესუელის დედაქალაქიდან სოხუმში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბაღაფშის ე.წ. წარმომადგენელი კრისტიან ბჟანია ავრცელებს.
მასთან ერთად ლათინური ამერიკის ქვეყნებში ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითიც სტუმრობდა. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ნიკარაგუაში 16 ივლისს გაემგზავრა, ოს სეპარატისტთა ლიდერი კი 17 ივლისს. ორივე მათგანის ვიზიტი ხვალ სრულდება.
საქართველოს ორი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ლიდერებმა ნიკარაგუასა და ვენესუელაში თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმეს და პრეზიდენტებს დანიელ ორტეგასა და უგო ჩავესს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბაღაფში და კოკოითი კუბის მონახულებასაც გეგმავდნენ, თუმცა ეს ვიზიტი განუხორციელებელი დარჩა.