ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობისთვის მთავრობა ინვესტორს ეძებს.
ამ მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში ინვესტორებს „პროექტი 50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ბაკურიანში, სათხილამურო ტრასა დიდველთან ახლოს მდებარე 12 468 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სთავაზობს.
აუქციონი 29 იანვრისთვისაა ჩანიშნული და ლოტის საწყისი ღირებულება 812 ათას ლარს შეადგენს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში სასტუმროს კომპლექსი ექსპლუატაციაში უნდა შეიყვანოს, რისთვისაც მინიმუმ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.