სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აფხაზეთიდან დევნილ ქართველებს, რომლებსაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ, ურჩევს, ადგილზე დარჩნენ, იმ შემთხვევაში, თუკი მათ დაბრუნება არა დამოუკიდებელ აფხაზეთში, არამედ საქართველოში უნდათ. ეს განცხადება შამბამ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"მათ, ვისაც აფხაზეთში დაბრუნება უნდოდა, დაბრუნდნენ გასული 17 წლის განმავლობაში. დანარჩენები კი, ვისაც აფხაზეთში კი არა, საქართველოში უნდათ დაბრუნება, აქ ვერ დაბრუნდებიან", - აცხადებს შამბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იგი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება.