დღეიდან, 5 ოქტომბრიდან საქართველოში ნატოს დღეები გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის კონფერენციები, შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. კვირეულის ორგანიზატორია "საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ".
ნატოს დღეებს ალიანსის სპეციალური დელეგაცია დაესწრება. კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი სტუმრებთან ერთად ქუთაისს, ბათუმსა და გურჯაანს ეწვევა, სადაც ასევე გაიმართება შეხვედრები და ღონისძიებები.
ნატოს დღეები 9 ოქტომბერს, მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლ "მარლენ დიტრიხის" ჩვენებით დასრულდება.