სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ქართველების მიერ მიტოვებული სახლების ნგრევა მიმდინარეობს. თუმცა აცხადებს, რომ სახლებს იმიტომ ნამდვილად არ ანგრევენ, რომ ისინი ქართველების საკუთრება იყო. შამბა ყოველივე ამას აფხაზეთში მიმდინარე მასობრივ მშენებლობას უკავშირებს.
"ქართველების სახლების დანგრევა სპეციალურად არ ხდება. აფხაზეთში ამჟამად მასობრივი მშენებლობა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ნანგრევებად ქცეული, დამწვარი და უკვე დანგრეული სახლების აღებას ვიწყებთ. იმისათვის, რომ იმ ადგილზე ახალი ობიექტები ავაშენოთ", - აცხადებს შამბა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რამდენიმე ხნის წინ სპეციალურ თათბირზე აფხაზეთში ქართველების მიერ მიტოვებული სახლების დანგრევის ბრძანება გასცა.