"სხვა სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი სოხუმისთვის პირველადი მნიშვნელობის აღარ არის. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და საქართველოს ნაწილი უკვე აღარასდროს ვიქნებით", _ ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა.
"ამჟამად ლათინურ ამერიკაში ჩვენი სახელმწიფოს ლიდერის ვიზიტი მიმდინარეობს. ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს და იქ სწორედაც რომ განიხილება აფხაზეთის მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მიერ აღიარების საკითხი. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღიარება ჩვენთვის პირველადი მნიშვნელობის აღარ არის, ამჟამად ჩვენ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ვზრუნავთ", - აცხადებს შამბა და დასძენს, რომ ორივე ამ საკითხის გადაწყვეტა სეპარატისტულ აფხაზეთს რუსეთის დახმარებით შეუძლია. თუმცა აღიარების საკითხი მართალია მნიშვნელოვანია, მაგრამ უკან გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ კოსოვოს მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადება სრულიად კანონიერი იყო.