საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე სავარაუდოდ, ანა დოლიძის კანდიდატურას წარადგენს.
ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4 - წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.
ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებს.
პრეზიდენტი უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურას ოფიციალურად, დღეს 15:00 საათზე დაასახელებს.