აფხაზი სეპარატისტები გალის რაიონის სოფელ მარჩხაფონში დღეს მომხდარ აფეთქებაში საქართველოს ადანაშაულებენ. კერძოდ, გალის სამმართველოს ე.წ. უფროსი ბესლან ადლეიბა აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ძირითადი ვერსია რომელსაც საგამოძიებო ორგანოები განიხილავენ არის ის, რომ მომხდარი _ ტერორისტული აქტია, რომელიც ქართული დივერსიული ჯგუფის მიერაა ჩადენილი.
გალის რაიონში პატრულის ავტომობილის ფუგასზე აფეთქების შედეგად, 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილები გალის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ქართული მხარის ინფორმაციით, ინციდენტი დაკავშირებულია რუს ოკუპანტებსა და აფხაზ ე.წ. მილიციელებს შორის არსებულ დაპირისპირებასთან, რომელიც გალიდან ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი გზის კონტროლთანაა დაკავშირებული.