ოს და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში ვენესუელაში ჩავიდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში მოლაპარაკებებს გამართავენ ქვეყნის პრეზიდენტთან უგოს ჩავესთან.
მათივე ინფორმაციით, ასევე იგეგმება "რიგი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გაფორმება, კერძოდ, უვიზო რეჟიმისა და ავიამიმოსვლის შესახებ".
ამას გარდა, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ აფხაზეთმა "შესაძლოა ვენესუელასა და ნიკარაგუას შესთავაზოს თავისი პორტები რუსეთში ტვირთების რეექსპორტისათვის".
ასევე მოსალოდნელია, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერები დააჯილდოვებენ უგო ჩავესს თავიანთი ე.წ. უმაღლესი ჯილდოებით.