ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ერბილის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ფრენების აკრძალვის მოქმედების ვადა ორი თვით გააგრძელა.
ერბილის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტის Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერაყის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ ერბილისაკენ საერთაშორისო რეისების აკრძალვა 28 თებერვლამდე გააგრძელა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აეროპორტში შიდა რეისებთან ერთად თანხმობის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დიპლომატიური, სამხედრო და ჰუმანიტარული რეისების შესრულება.
შეგახსენებთ, რომ ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მიერ 25 სექტემბერს არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარების გამო გარკვეული სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
ერბილისა და სულეიმანიეს აეროპორტებში საერთაშორისო რეისების შესრულება 29 სექტემბერს შეჩერდა.