უამინდობა შეერთებულ შტატებში. პენსილვანიაში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლემ ქალაქ ირიში 135 სანტიმეტრს გადააჭარბა. უხვთოვლობამ საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. თოვლისგან გზების გაწმენდას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ცდილობენ.