21 დეკემბერს, Business Government Contact-ის ფარგლებში, სასტუმრო “ჰუალინგში” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ჯგუფი “The Quintessence”-ი წლის საუკეთესო ჯგუფად დაასახელა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, ჯგუფმა მსმენელს საკუთარი რეპერტუარიდან უცხოური და ქართული მუსიკალური კომპოზიციები შესთავაზა და მაყურებლის ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.
ჯგუფი “The Quintessence”-ი 5 წლის მანძილზე მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და პოლიფონიური ფესტივალის გამარჯვებულია. ცნობილი სექსტეტი კვლავ აგრძელებს წინსვლას, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამის ერთ-ერთი დასტურია მათი მორიგი მონაპოვარიც – “2017 წლის საუკეთესო ჯგუფი”.