დღეს, 5 ოქტომბერს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტიგ მიოლერი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის კოლეგა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
გარდა ამისა, დანიელი დიპლომატი დანია-საქართველოს ბიზნესფორუმსაც დაესწრება, რომელიც თბილისშია დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, პერ სტიგ მიოლერი სოხუმშიც ჩავა.
დანიელი დოპლიმატი საქართველოს 7 ოქტომბერს დატოვებს.