"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ენმ-ის მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საკრებულოს დეპუტატ ლომარ ნიგურიანის გარდაცვალების გამო.
"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
ამასთან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დორულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი", - აცხადებენ პარტიაში.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელ ხელისუფლებას ატარებს.
„დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა - წახალისებული კრიმინალი. ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელ ხელისუფლებას ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი.“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.