გალის რაიონში უაზის მარკის ავტომობილის აფეთქების შედეგად რამდენიმე ე.წ. აფხაზი მილიციელი დაშავდა.
აღნიშნული ინფორმაცია, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის გალის მიმართულების ხელმძღვანელმა, თორნიკე კილანავამ დადასტურა.
კილანავას თქმით, ე.წ. აფხაზური მილიციის უაზის მარკის ავტომობილი აფეთქდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.
ინციდენტამდე კი ცოტახნით ადრე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვრიდან ორ კილომეტრში აფხაზ სეპარატისტებსა და რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
რუსი ჯარისკაცები, სოფელ მარჩხაფონში საავტომობილო გზაზე კონტროლის დამყარებას ითხოვენ, თავის მხრივ კი აფხაზი სეპარატისტები პოზიციების დათმობაზე უარს აცხადებენ, რადგანაც ზუგდიდიდან გალის მიმართულების სატვირთო ავტომობილების და სამგზავრო სამარშუტო ტაქსების უმეტესობა სწორედ ამ გზით მოძრაობს.
ინციდენტის შედეგად დაჭრილი ე.წ. აფხაზი მილიციელები ცნობილი აფხაზი კრიმინალის, აფხაზეთის მილიციის თანამშრომლის რაულ ამიჩბას დაჯგუფების წევრები არიან.