ნიკარაგუაში მყოფმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ აფხაზური დელეგაციის ნიკარაგუაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი განცხადება გააკეთეს.
ბაღაფშის მიერ ორტეგას აფხაზეთში დაპატიჟების შემდეგ ნიკარაგუას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა და ქვეყანა ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ამერიკული კონტინენტის სხვა ქვეყნებმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარონ.
"აფხაზეთისა და ნიკარაგუას ლიდერებმა მსოფლიოს ყველა ერს მოუწოდეს, გააძლიერონ ბრძოლა გარემოს დაცვისათვის და ძალისხმევა არ დაიშურონ იმ ნეგატიური ეფექტების შემცირებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე ახდენენ გავლენას", _ იუწყება აფხაზური მხარე.