თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს ბრალდების მხარე 4 მოწმეს დაკითხავს, მათ შორისაა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, პატრულ-ინსპექტორი გიორგი ჭანტურია. სწორედ მან განახორციელა 2004 წლის 24 ნოემბერს იმ ავტომობილის გაჩერება, რომელშიც ბუტა რობაქიძე იყო.
პროცესის დაწყებამდე კომენტარი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულმა გურამ დონაძემ გააკეთა.
"მთავარი ამ გამოძიების არის ის, რომ ბრალდებამ ყველა მოწმე პატრულს დააფიქსირებინოს, რომ იქ იარაღი არ იყო და მერე იყო. ეს ამ საქმის თანმდევი ხაზია. თუმცა, სხვა მოცემულობაა, როცა ფაქტებზე მივდივართ. ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ გასროლიდან 01 წუთსა და 43 წამზე პატრულ-ინსპექტორი ჭანტურია ავტომატით ხელში ჩნდება, მტკიცებულება მანქანის მძღოლის გერდითა სავარძლიდან ამოღებული აქვს და ოპერატორს აჩვენებს, გადაიღე, ავტომატი აქვსო.
ჩემი შეფასებით, გიორგი ჭანტურიას უფლება არ ჰქონდა ავტომატისთვის ადგილდებარეობა შეეცვალა. ამიტომაც ისმის კითხვა, რობაქიძის და სხვა დაკავებულების გარშემო როგორ აღმოჩნდა ავტომატი. მთვარი და გამოსაძისბელი ეს არის. ამ ადამიანებმა მტკიცებულებებს ხელი რატომ მოკიდეს და რატომ ატარეს. ვწუხვარ, რომ ახალი გამოძიების ფარგლებში ამ იარაღზე თითის ანაბიჭდი აღებული არ არის", - განაცხადა გურამ დონაძემ.