აფხაზეთში ზღვის სანაპიროზე აფეთქებულმა ინფექციურმა დაავადებებმა ტურისტული სეზონი ჩააგდო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სოხუმიდან აცნობეს, ინფეციური დაავადებები უკიდურესად არაჰიგიენური მდგომარეობის გამო გავრცელდა. წყაროს ინფორმაციით, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მოუწესრუგებლობა და ზღვაში დიდი რაოდენობით ფეკალური მასების ზღვაში ჩადინებაა. სააგენტოსთან საუბარში წყარო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით სავალალო მდგომარებაა გაგრისა და ბიჭვინთის სანაპიროებზეა.
აფხაზეთის მიმართულებით ბილეთებსა და საგზურებზე მოთხოვნის შემცირებას რუსული ტურისტული კომპანიებიც ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, აფხაზეთში მოსალოდნელი ტურისტული ბუმის "ჩავარდნა" სავალალო სანიტარული მდგომარეობის გამო გავრცელებულმა ინფექციურმა დაავადებებმა გამოიწვია.
აფხაზეთის სანაპიროზე გავრცელებული ენტეროვირუსის სახეობა უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი ეს დაავადება საშიშია ბავშვებისათვის.
აფხაზური ტურისტული კომპანია "აკვა-აბაზას" დირექტორი დენის ჩაჩხალია ამბობს: "სამწუხაროდ, ამ სეზონზე წარმატებული გაყიდვების იმედი არ გამართლდა, ვნახოთ რა იქნება აგვისტოში, ჯერ ჯერობით კი რუსეთიდან მომავალი ტურისტების ნაკადი შარშანდელ წელთან შედარებით 25-30 % ნაკლებია", _ აცხადებს ჩაჩხალია.
მიუხედავად, ჩატარებული არაერთი საგანგებო თათბირისა თუ ხსდომისა სეპარატისტებმა ვერ შეძლეს სოხუმთან შედარებს მცირე საკურორტო ქალაქებში სანიტარული მდგმარეობის მოწესრიგება. ამას არც მოსკოვის მთავრობის მიერ გამოგზავნილმა სპეციალურმა ტექნიკამ უშველა.