აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას რუსული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები შესთავაზეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს სოხუმის აეროპორტში რუსი ინჟინრების უახლესი გამოგონებების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა.
"თავისი პროდუქცია წარმოადგინა რუსულმა კომპანიამ ქალაქ იჟევსკიდან, რომლის სპეციალისტებმაც დაწვრილებით გააცნეს დამსწრეებს უპილოტო საფრენი აპარატების ტექნიკური თავისებურებები. დემონსტრაციისთვის ჰაერში ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიც გაუშვეს", _ იუწყება რუსული მედია.
"ჩვენ გავეცანით წარმოდგენილ ნიმუშებს, ინტერესი გვაქვს, ახლა შერჩევას დავიწყებთ", _ განაცხადა პრეზენტაციაზე სერგეი შამბამ.