იანვარ-ოქტომბერში თურქეთს 2,07 მლნ ქართველი ტურისტი სტუმრობდა. საქართველო თურქეთში ჩამსვლელ უცხოელ ტურისტთა შორის TOP-5-ში იმყოფება და მეოთხე ადგილს იკავებს.
როგორც ირკვევა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში თურქეთმა 29,53 მლნ უცხოელი ტურისტი მიიღო, რომელთა 63%-ი ანტალიასა და სტამბოლზე მოდის.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 10 თვეში თურქეთში ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,01%-ითაა გაზრდილი.
მიმდინარე ეტაპზე თურქეთმა ყველაზე მეტი ტურისტი მიიღო რუსეთიდან - 4,565 მლნ, ასევე გერმანიიდან - 3,34 მლნ, ირანიდან - 2,12 მლნ, საქართველოდან - 2,07მლნ და დიდი ბრიტანეთიდან - 1,577 მლნ.
წლის ბოლომდე კი თურქეთი 32 მლნ უცხოელ ტურისტს ელოდება.