10 დეკემბერს კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გოდერძზე სეზონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთისკურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას კურორტ “გოდერძის“ სეზონის გახსნა მიულოცა და კურორტზე 4 ახალი საინვესტიციოპროექტის დაწყება დააანონსა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონი არის 12 თვის დასასვენებელი ადგილი, გოდერძი კი ძალიან მალე იქნებასაერთაშორისო დონის კურორტი. ასევე, ზურაბ პატარაძემ დააანონსა ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა.
,,გოდერძის უღელტეხილზე გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ხელი მოეწერა კიდევ 4 ახალი სასტუმროს მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანიამაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის. რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დამუშავების სტადიაშია და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ ახალ ინვესტორებს.ჯამში, 10-ზე მეტი სასტუმრო კომპლექსი ამ ეტაპზე შენდება გოდერძზე.
ფაქტობრივად, დასრულებულია შიდა პერიმეტრის მოწყობა. დასრულებულია შიდა გზების,გარე განათების მოწყობაც. ასევე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის მოწყობა ჩვენი უპირველესიპრეროგატივა და დაინტერესებაა და ამ მიმართულებით 2018 წელს გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილი და ჭარის ფინანსთა და ეკონომიკისმინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. გახსნის ცერემონიას კურორტ გოდერძზე ასევე ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები. კურორტის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობამიმდინარეობს. კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2017/18 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.
მაქსიმალური სიმაღლე კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრი. კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურსაავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს. კურორტ გოდერძის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობამიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება. სათხილამურო კურორტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ აჭარის მთავრობასთანერთად გახსნა.