გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გალის რაიონიდან გატაცებული გოგიტა ანჯაფარიძის სოხუმის იზოლატორში მკვლელობის გამოძიების საკითხი დააყენა, თუმცა, როგორც აფხაზებმა აღნიშნეს ანჯაფარიძე ციხეში არავის არ მოუკლავს და იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
"ანჯაფარიძის გულის შეტევით გარდაცვალების არ გვჯერა. ასევე შეხვედრაზე რუსმა ოკუპანტებმა უარყვეს, რომ გალის რაინიდან ორი ავტობუსი ხალის გაიტაცეს, თუმცა აღნიშნულზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მათ ვიდეომასალები აჩვენეს, სადაც აღნიშნული ფაქტია ასახული", - აღნიშნა უტიაშვილმა.