ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.