ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს ექომაგება და აცხადებს, რომ მოვიდა დრო, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებმა აღიარონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხების თვითგამორკვევის უფლება და ამ "სახელმწიფოების" ბლოკადა შეწყვიტონ.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების - სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის ვიზიტი ნიკარაგუაში ეს ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისათვის, იმის, რომ მოვიდა დრო მათ აღიარონ აფხაზი და ოსი ხალხის სუვერენული უფლება საკუთარი არჩევანისამებრ იცხოვრონ", _ აცხადებს ვენესუელის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, როგორი პატარაც არ უნდა იყოს ერი, მას აქვს ისტორიული უფლება თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისა.
"დროა აღიაროს ყველამ, რომ ისეთი ცნებები, როგორებიცაა საკუთარი ბედის არჩევა არის განუყოფელი უფლება ნებისმიერი ხალხისა - დიდისა და პატარისა", _ აცხადებს ორტეგა.