დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა მანაგუაში მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულების გარდა გაფორმებული იქნება ხელშეკრულებები "ნიკარაგუასა და აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ამ ქვეყნების უვიზო მონახულების შესახებ, ეკონომიკური ურთიერთქმედების შესახებ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ, სავაჭრო ნაოსნობის შესახებ".