9 დეკემბერს, 10:00 საათზე სპორტის სასახლეში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება, სადაც 4 წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.
სხდომაზე, ასევე, აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრს, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრს.
არჩევნები ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ჩატარდება.