აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ნიკარაგუაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ბაღაფშის პრეს-სპიკერზე კრისტიან ბჟანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბჟანიას თქმით, "ნიკარგაუაში ვიზიტის ფარგლებში არ იგეგმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება".
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერები ნიკარგაუაში ვიზიტით იმყოფებიან, საიდანაც სერგეი ბარაფში და ედუარდ კოკოითი ვენესუელაში გაემგზავრებიან.