გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იწყება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის გამო ადამიანების დევნის ფატებს, ასევე გოგიტა ანჯაფარიძის მკვლელობის საკითხი განიხილება, რომელიც სოხუმის იზოლატორში ოკუპანტებმა წამებით მოკლეს.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხება 3 ივნისს ოკუპანტების მიერ გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის სახლების გადაწვასაც.