დღეს, 20 ივლისს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში გლოვის დღეა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის სტანისლავ კოჩიევის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ე. წ. პარლამენტმა საგანგებო სხდომის დროს მიიღო.
მისი თქმით, ავარიის დროს დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია 21 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ცხინვალი-ვლადიკავკაზის სამგზავრო ავტობუსმა ავტოავარია განიცადა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 11 მგზავრი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულები. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.
საქართველოს მთავრობა ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
საქართველოს მთავრობა მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს დაშავებულებს. მობილიზებულია სამედიცინო დაწესებულებები და სტაციონარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან დაზარალებულთა მისაღებად.