შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. დაკავებული ჩადენილს აღიარებს,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.