შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე მივიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოწმე სამმართველოში დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.
მანანა თურქაძის განცხადებით, ის გამომძიებლებმა დაიბარეს და მზადაა მათ კითხვებს უპასუხოს.
ცნობითვის, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ.