21-26 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე სემინარებს გამართავს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის სავაჭრო პალატიდან აცნობეს, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) შესაბამისი სამთავრობო, სავაჭრო ასოციაციებისა და მწარმოებელი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართავს სემინარებს თემაზე "როგორ გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში და როგორ დავაკმაყოფილოთ აშშ-ის იმპორტის სტანდარტები და მოთხოვნები სოფლის მეურნეობის დარგში".
პირველი შეხვედრა სამთავრობო და კერძო სექტორთან თბილისში 21 ივლისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება.