ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონზე გამოტანილი გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური 13 ლინცენზიიდან მხოლოდ ერთის გასხვისება მოახერხა.
დღეს, 19 ივლისს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 10 წელი) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართა.
აუქციონი გამოცხადდა 13 ლოტზე, მათ შორის 12 ლოტზე სამინისტროში განაცხადი არ შემოსულა, გაიყიდა მხოლოდ ერთი ობიექტის ლიცენზია: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ადიგენის სატყეო უბანი, ღალვის, კეხოვანის და კურცხანას ყოფილი სატყეოები.
მთლიანი ფართობი 11 356 ჰა, ყოველწლიურად ასათვისებელი პროგნოზული ლიკვიდური მარაგი 10 000 კუბ.მ. (6 500 -მასალა, 3 500 -შეშა), გასაყიდი ფასი 828 097 ლარი. შეიძინა შპს "ახალციხის შპალ-საჟღენთი ქარხანა"-მ.