აზერბაიჯანის ენერგეტიკული ბაზრის გიგანტი საქართველოში სასტუმრო ბიზნესში შედის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისათვის" გახდა ცნობილი, აზერბაიჯანული "სოკარი" ბათუმში უმაღლესი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება თუ რა ოდენობის ინვესტიციას ჩადებს კომპანია ახალი სასტუმროს მშენებლობაში, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება.
აზერბაიჯანული კომპანიის მიერ აჭარაში სასტუმროს მშენებლობაზე განცხადება საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბათუმში ვიზიტისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით აზერბაიჯანული კომპანია თანამედროვე ტიპის სასტუმროს ბათუმის ცენტრში ააშენებს. ასეთი ტიპის მშენებლობები კი, პრეზიდენტის განცხადებით, "სამუშაო ადგილების რაოდენობას გაზრდის და საქართველოს ეკონომიკაშიც შემოსავლები გაიზრდება".
შეგახსენებთ, რომ "სოკარი" აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილ მოთამაშედ ითვლება ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში.
კომპანია "სოკარ"-ის ერთიანი წარმოება წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს.
საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში "სოკარ ენერჯი ჯორჯია", დარგში უდიდესი ინვესტორი და სახელმწიფო ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელია.