„როგორც ამ საქმის მასალებით ირკვევა და როგორც თავად ბრალდებული ამბობს, მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშრი არ აქვს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ.
ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. ამაზე საუბარი რომ დავიწყო, მომიწევს ბევრი რამის ახსნა-განმარტება, მე კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული ვარ, რომ ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ გავაჟღერებ. თუ ის პოზიციას შეიცვლის, მედიის საშუალებით ყველა გაიგებს რა და როგორ ხდება“, - აცხადებს ქარქაშაზე.
ტერორიზმში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 16 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.